ადვოკატების და იურისტების პეტიცია
ძალა ერთობაშია!
ადვოკატების და იურისტების პეტიცია
ადვოკატების და იურისტების პეტიცია
არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე, ჩვენ, ადვოკატები, იურისტები და იურიდიული კომპანიები, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, მოვითხოვთ ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას.
ხელმომწერები
(განახლებადი)